პრეზიდენტმა პარლამენტს სემეკი-ს წევრობის ორი კანდიდატურა წარუდგინა.
როგორც ვიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი, პარლამენტში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ორი კანდიდატურის - დავით ნარმანიას და გოჩა შონიას განხილვა დაიწყება.
კანდიდატურები პარლამენტს პრეზიდენტმა წარუდგინა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სემეკის წევრობის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე გოჩა შონიას და დავით ნარმანიას კანდიდატურები წარადგინა.