თიკო ბერძენიშვილი: პრეზიდენტს ზუსტად ესმის მაუწყებლის ფუნქცია და როლი დღევანდელ საზოგადოებაში

19:12 12-18-2017
141

საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს წევრები პრეზიდენტთან შეხვედრას დადებითაც აფასებენ. ,,შეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური. მადლობლები ვართ. პრეზიდენტს ზუსტად ესმის მაუწყებლის ფუნქცია და როლი დღევანდელ საზოგადოებაში", - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა თიკო ბერძენიშვილმა.

კითხვაზე რატომ არ ესწრებოდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები შეხვედრას თიკო ბერძენიშვილი პასუხობს, რომ ,,ორი სხვადახვა იურიდიული პირია, განცალკევებული. ამ კანონზე საუბრობს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ამ პროცესში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩართული არ იყო".

კითხვაზე რატომ არ მიეცა აჭარის ტელევიზიას პროცესებში ჩართვის უფლება, როცა მან სურვილი გამოხატა, თიკო ბერძენიშვილი პასუხობს, რომ ინფორმაცია არ აქვს. ,,პირველად მესმის, რომ პროცესებში ჩართვა უნდოდა", - განაცხადა თიკო ბერძენიშვილმა.

პრეზიდენტი მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მხარეებს შეხვდა. პირველი შეხვედრა 14:00- ზე გაიმართა და მას კერძო ტელევიზიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 16:00-ზე კი პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს წევრებს შეხვდა. კარს მიღმა შეხვედრას არ ესწრებოდნენ ბორდის წევრები და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები. კერძო ტელევიზიები პრეზიდენტს კანონპროექტზე ვეტოს დადებას სთხოვენ.