ნათელაშვილი: "სექსუალური უმცირესობები ჩვენზე კარგად ახერხებენ ორგანიზებას და თავისი ინტერესების დაცვას, ყოჩაღ მაგათ"

20:45 12-18-2017
165

მმართველი ძალის ჩვეულებრივი გადაწყობის პროცესი მიდის - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემაში "ცენზურის გარეშე" განაცხადა. 

მმართველი ძალის ჩვეულებრივი გადაწყობის პროცესი მიდის. დაახლოებით იცით, როგორ მაგ: მტაცებლების ხროვაში გარკვეული სუბიექტები ერთმანეთთან ახლოს არიან, მეორე ჯგუფი თავის ჯგუფს ქმნის, მესამეს რაღაც თავისი საძმაკაცო აქვს თუ სამეგობრო აქვს აფთრების ჯგუფი და სხვა. აქ ფრაქციების დაშლაზე საუბარია არა იმაზე თუ როგორ უკეთესად განვითარდეს ქვეყანა ან საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერების გამო მოხდა ეს ამბავი, არამედ იმისათვის რომ იმ გეჯიდან რადაც გადააქციეს ჩვენი ქვეყანა და ბიუჯეტი, რაც შეიძლება მეტი და კარგად თქვლიფონ" - განაცხადა ნათელაშვილმა. 

მისივე თქმით, გამოუსწორებელი მდგომარეობაა ოლიგარქიის მართვა, რომელის მიზანია არა პოლიტიკა, არა ხალხი, არა ტერიტორია, არამედი ჯიბეების ამოვსება. 

"აქ იწყება ყველა უბედურება, რაც კი ბიბლიაში ცოდვად არის აღწერილი. ამ პირობებში, როდესაც ხელიდან ქვეყანას გვართმევენ ასეთი პასიურობა მოსახლეობის არჩევნებში, ასეთი ცხვრის ფარის მსგავსი ქმედებები, მისვლა და მხარის დაჭერა მათვის ან სახლში ჯდომა და ტელევიზიით ყურება, რომ უცხოელი პრინცი ჩამოვა ზეციდან და რაღაცას მოგვიტანს არის დანაშაული. მე კი არ ვარ განაწყენებული შეშფოთებული ვარ. კრიტიკით არ ვამბობ, მაგრამ სექსუალური უმცირესობები ჩვენზე კარგად ახერხებენ ორგანიზებას და თავისი ინტერესების დაცვას, ყოჩაღ მაგათ... " -განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.