აქციების საბაბი ახლაც გვაქვს, მაგრამ არ გამოდიან, რადგან არ აქვთ სამჯერადი კვების და ჯიბის ფულის გარანტიები - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემაში "ცენზურის გარეშე" განაცხადა.
"აქციების საბაბი ახლაც გვაქვს, მაგრამ არ გამოდიან, რადგან არ აქვთ სამჯერადი კვების და ჯიბის ფულის გარანტიები. თორე თუ გამოჩნდა ასეთი გარანტიები გამოვარდება ეს ხალხი. საქმე იმაშია, რომ სამშობლოსათვის უნდა გამოვდიოდეთ უფულოდ და უანგაროდ. ეშმაკის ვერცხლით აშენებული ქვეყანა ჯერ არავის უნახავს და ვერც ჩვენ ავაშენებთ, სულით უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა. ჩვენს სულში უნდა იყოს ტაძარიც, ღმერთიც და მერე უნდა აღვმართოთ ტაძრები და ეკლესიები მიწაზე, რის შემდეგაც უნდა გვქონდეს პრეტენზიები ქვეყნის აღმშენებლობასა და ჩვენი შვილების მომავალზე", - განაცხადა ნათელაშვილმა.