ჩინეთში ნარკომოვაჭრეები სიკვდილით საჯაროდ დასაჯეს

15:06 12-19-2017
1990
თეგები: ჩინეთი

ჩინეთში,კერძოდ კი გუანდუნის პროვინციაში 10 ადამიანი სიკვდილით საჯაროდ დასაჯეს. 7 მათგანი ნარკოდანაშაულის გამო ხოლო 3 კი მკვლელობისა და ქურდობისთვის.  განაჩენის სისრულეში მოყვანამდე  სოციალური ქსელის მომხმარებლებმა  მიიღეს შეტყობინება,რომ საჯაროდ სიკვდილის დასჯას დასწრებოდნენ. 
დამნაშავეები განაჩენის გამოცხადებისთანავე დასაჯეს. სიკვდილით დასჯის სანახავად ათასობით ადამიანი შეიკრიბა. განაჩენი სტადიონზე აღასრულეს, რომელიც სავსე იყო ხალხით. მაყურებლები სიკვდილით დასჯას ტელეფონებით იღებდნენ და ავრცელებდნენ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში. 

ბოლო ინფორმაციით, 2016 წელს ჩინეთში სიკვდილით 2 ათასზე მეტი ადამიანი დასაჯეს. 

ინფორმაციას ტელეკომპანია BBC -ი ავრცელებს