დღეს, 19 დეკემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმინდა ნიკოლოზი, დაიბადა, მცირე აზიის ნახევარკუნძულზე, ლუკიის მხარის ქალაქ პათარში, შეძლებულ ოჯახში. მისი ღვთისმოშიში მშობლები, დიდხანს ევედრებოდნენ უფალს, მათთვის შვილი მიემადლებინა. ღმერთმა ისმინა, თეოფანეს და ნონას თხოვნა და მისცა ვაჟი, ნიკოლოზი.
წმინდა ნიკოლოზი, სიყრმეშივე ღრმად განისწავლა, საღმრთო წერილში. პათარის ეპისკოპოსმა, ყმაწვილი მედავითნედ დაადგინა, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებ,ა მრავალი სასწაულით აღინიშნა. სარწმუნოებისთვის, მან დევნა და პატიმრობაც დაითმინა.
325 წელს, მონაწილეობდა ნიკეის I საეკლესიო კრებაში, სადაც, მიღებულ იქნა, სიმბოლო სარწმუნოებისა - მრწამსი. კრების სხვა, 318 წმინდა მამასთან ერთად, წმინდა ნიკოლოზი, შეურიგებლად ამხელდა, იმ ხანებში ფართოდ გავრცელებულ, არიოზის ცრუმოძღვრებას.
მისი ცხოვრება, ღვთაებრივი მადლით იყო გაბრწყინვებული, სიტყვა მისი, კი ჭეშმარიტი სიბრძნის მარილით შეზავებული. წმინდა ნიკოლოზი, ღრმად მოხუცებული მიებარა უფალს. ადგილობრივ საკათედრო ტაძარში, დიდხანს უხრწნელად იყო დაცული, მისი წმინდა ნაწილები.
დღეისათვის, წმინდა ნიკოლოზის საფლავზე, დიდი კათოლიკური ტაძარი დგას. ქვემოთ, კატაკომბაში, დასვენებულია, წმინდა ნიკოლოზის ქვის, მართკუთხა სარკოფაგი. აქაურობა, შემკულია ძველებური სვეტებით, საფლავიც, ძველ ქრისტიანულ ეპოქას აგონებს ადამიანს. იქვე, საფლავის გვერდით, დგას მცირე, მართლმადიდებლური ხატებით მორთული, რუმინული მართლმადიდებლური ეკლესია.
წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულზე, ბარიში მყოფი მართლმადიდებელი სასულიერო პირები, მოდიან და წირავენ. საფლავი, დარბაზიდან რკინის მესრით არის გამოყოფილი და ჩაკეტილი. წმინდა ნიკოლოზის საფლავს, ქვედა მხრიდან დატანებული აქვს, პატარა ოვალური შესასვლელი, რომელიც ასევე, რკინის ჭიშკრით არის დაკეტილი.
წმინდა ნიკოლოზის საფლავის თაყვანისცემა, საოცარი ფორმით ხდება: ჯერ უნდა დაიჩოქო, შემდეგ კი პირქვე დაწვე, ანუ განერთხა წმინდანის წინაშე. ამ დროს, გული, სხეული, ბაგეები იატაკს ეხება. იქვე, შუშის ქვეშ, განისვენებს, წმინდა ნიკოლოზის, წმინდა ნაწილები. ირგვლივ საოცარი ძალა და მადლი იგრძნობა. საფლავში მარტო ერთი ადამიანი შედის, მეორე ვერ დაეტევა. საფლავთან, არის სვეტი, რომელიც წმინდა ნიკოლოზის მიერ აღსრულებულ სასწაულს, უკავშირდება. მას, მორწმუნენი თაყვანს სცემენ.
როგორც ცნობილია, წმინდა ნიკოლოზი მსწრაფლშემწეა და მუდმივად ახდენს სასწაულებს. არის ერთი ბერძნული ფრესკა, სადაც, სხვა წმინდანებთან ერთად, წმინდა ნიკოლოზია გამოსახული. მას ხელი, ყურთან აქვს მიტანილი და ოდნავ გადმოხრილია მიწისკენ. ამით, ხატმწერმა გამოხატა, წმინდა ნიკოლოზის მუდმივი მზადყოფნა, შეისმინოს მორწმუნეთა ვედრება და დაეხმაროს მათ.
როგორც ცნობილია, წმინდა ნიკოლოზი მსწრაფლშემწეა და მუდმივად ახდენს სასწაულებს. არის ერთი ბერძნული ფრესკა, სადაც, სხვა წმინდანებთან ერთად, წმინდა ნიკოლოზია გამოსახული. მას ხელი, ყურთან აქვს მიტანილი და ოდნავ გადმოხრილია მიწისკენ. ამით, ხატმწერმა გამოხატა, წმინდა ნიკოლოზის მუდმივი მზადყოფნა, შეისმინოს მორწმუნეთა ვედრება და დაეხმაროს მათ.
ქ. ბარი, სამხრეთ იტალიაში მდებარეობს. ეს ქალაქი და ახლომდებარე, რამდენიმე რეგიონი, კარგა ხნის მანძილზე, ბიზანტიის იმპერიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და აქ მართლმადიდებელნი ცხოვრობდნენ. ამდენად, როცა რომის ეკლესია, ერთიან მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიას ჩამოშორდა, ეს მხარე, გარკვეულ ხანს, მართლმადიდებლური იყო. კათოლიკური კალენდრის მიხედვით, წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს, დიდი ზარ-ზეიმით გამოაბრძანებენ ხოლმე მის ქანდაკებას და მთელ ქალაქში დაატარებენ, შემდეგ ზღვაში შეაცურებენ.
დღეს, იტალიის ქ. ბარიში, წმ. ნიკოლოზ საკვირველმოქმედის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის საფლავი, იტალიაში მყოფმა, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებმა მოილოცეს.
იხ. ვიდეორგოლი და ფოტოკოლაჟი: