ჩინეთი აშშ -ს ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას აკრიტიკებს, რომელიც 18 დეკემბერს წარმოადგინა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
დოკუმენტში ჩინეთი მოხსენიებულია ვაშინგტონის მეტოქედ, რომელიც ცდილობს ძირი გამოუთხაროს აშშ-ის ძალასა და ინტერესებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაშინგტონს მოუწოდა, უარი თქვას “ცივი ომის მენტალიტეტს“. მისი განცხადებით, ჩინეთი ყოველთვის იყო და არის გლობალური განვითარების ხელშემწყობი და საერთაშორისო წესრიგის დამცველი. როგორც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში აღნიშნული,ჩინეთი ცდილობს “ეკონომიკის თავისუფლებისა და სამართლიანობის შემცირებას, თავისი სამხედრო ძალების გაზრდას და ინფორმაციისა და მონაცემების გაკონტროლებას თავიანთი საზოგადოებების შეზღუდვისა და თავიანთი გავლენის გაფართოების მიზნით“.