დიდ ბრიტანეთში საშობაოდ დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს. ტერორისტული აქტის მოწყობის მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით ოთხი ადამიანი დააკავეს.
ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, 31 წლის მამაკაცი ჩესტერფილდში აიყვანეს. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ გამნაღმველები. ახლომდებარე სახლებიდან კი ევაკუაცია განხორციელდა.
დანარჩენი 3 ეჭვმიტანილი შეფილდის სხვადასხვა რაიონში დააკავეს. მომხდარის სხვა დეტალები და დაკავებულთა ვინაობა ჯერ უცნობია. ისინი დაკითხვაზე გადაიყვანეს.
ინფორმაციას ტელეკომპანია BBC -ი ავრცელებს