მეგან მარკლი კლასიკური სტილის ელეგანტურ კაბაზე ოცნებობს - ვინ გახდება სამეფო ოჯახის დიზაინერი

14:28 12-20-2017
559

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ქორწილის ცერემონია, 19 მაისს დაიგეგმა.

მთელი მსოფლიო მოუთბენლად  ელოდება, მაგანის საქორწინო კაბას. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამეფო ოჯახმა, ებრაელ დიზაინერს, ინბალ დრორს (nbal Dror) მიმართა, რომელიც ცნობილია, როგორც ყველაზე სექსუალური კაბების, დიზაინერი. დრორმა მეგანს, საქორწინო კაბების ესკიზების, რამდენიმე ვარიანტი შესათავაზა, შეგახსენებთ, რომ ინბალი, ბიონსეს თაყვანისმცემელია და მომღერალი,  გრემის დაჯილდოებაზე, მისი დიზაინის კაბებით პოზირებდა.  

მართალია, მეგანს ეს ინფორმაცია არ გაუვრცელებია, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, მან აღნიშნა, რომ კლასიკური სტილის, ელეგანტურ კაბაზე ოცნებობს. 

პოტენციური დიზაინერების სიაში, ასევე არიან, ცნობილი დიზაინერები, Erdem-ი და Alexander McQueen-ი.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს, სარა ბერტონმა (Alexander McQueen-ის მთავარი დიზაინერი), კემბრიჯის ჰერცოგისთვის, საქორწინო კაბა დაამზადა.  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე