პრინც ჰარის სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის გენერლ-კაპიტნის წოდება მემკვიდრეობით გადაეცა

15:47 12-20-2017
134

პრინც ჰარის, სამეფო სამხედრო აკადემია აქვს დაამთავრებული, მსახურობდა ავღანეთში და ცოტა ხნის წინ, აშშ-ის საჰაერო სამხედრო ძალების, კაპიტნის წოდება მიიღო. დედოფალმა ელისაბედ მეორემ, ჰარის,  ქორწილამდე  რამდენიმე თვით ადრე, სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის, გენერლ-კაპიტნის წოდება მიანიჭა. 

ინსტაგრამზე გავრცელდა განცხადება, რომ, პრინცის წოდების მინიჭების შესახებ ინფორმაცია, ბუკინგემის სასახლეში გამართული ღონისძიების დასრულების შემდეგ, გახდა ცნობილი.

დაჯილდოების ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ, ჰარის ბაბუა, პრინცი ფილიპი  და შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი, რობერტ მაგოვანი.

გენერალ-კაპიტნის წოდება ჰარის, სწორედ, ბაბუისგან გადაეცა -  ედინბურგის ჰერცოგი, ფილიპი, ამ პოსტს 1953 წლის ივნისიდან იკავებდა. პრინც-კონსორტმა,  ტიტული მემკვიდრეობით, მის შვილიშვილს, ჰარის  გადასცა, თვითონ კი, ამ პოსტიდან გათავისუფლდა.  

ავტორი: რუსა ღვანიძე