"სხვათაშორის, " უცნობის" სიძის ქორწილში არ ვარ ნამყოფი..." - პრემიერი ოპოზიციას

15:58 12-20-2017
1179

პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტში უმცირესობასთან შეხვედრისას ჰკითხეს, თუ არ აღიარებს, რომ გია გაჩეჩილაძეს და მის ოჯახს ეხმარებოდა, რატომ გადაეცა მაშინ მის სიძეს ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით ნაკვეთი, რომლისადმი ვალდებულებებიც დღემდე არ შეუსრულებია.

ამაზე პრემიერმა განაცხადა, რომ არც კი იცოდა, რომ ეს კომპანია "უცნობის" სიძეს ეკუთვნოდა, სანამ სტუდია "მონიტორის" საგამოძიებო ფილმი არ ნახა, რაზეც ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ხუმრობით შეახსენა, რომ ეს უნდა სცოდნოდა, რადგან მის ქორწილში ნამყოფი იყო. 

"სხვათაშორის, მისი სიძის ქორწილში არ ვარ ნამყოფი, მხოლოდ ლევანის ბიჭის ქორწილში ვარ ნამყოფი", -განაცხადა პრემიერმა. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე