მექსიკაში ტურისტული ავტობუსი გზიდან გადავარდა დაიღუპა 12 ადამიანი

16:46 12-20-2017
117
თეგები: მექსიკა

მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულზე, ტურისტული ავტობუსი გზიდან გადავარდა, რასაც 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვის. დაშავებულია 18 ადამიანი.

ავტობუსში სულ 31 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ტურისტები აშშ-დან, იტალიიდან, ბრაზილიიდან და შვედეთიდან. ტურისტები მაიას ცივილიზაციის ძეგლების მოსანახულებლად მიდიოდნენ. ავარიის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია

ინფორმაციას ტელეკომპანია CNN -ი ავრცელებს