გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ალექსანდრე ჯეჯელავა ღირსეული მინისტრი იყო

18:51 12-20-2017
171

ალექსანდრე ჯეჯელავა არავითარი დევალვაციის შედეგად არ წასულა, ის ძალიან ღირსეული მინისტრი იყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე, ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერის განცხადებით,, ალექსანდრე ჯეჯელავამ თვითონ გადაწყვიტა, რომ დაუბრუნდეს იმ საქმიანობას, რასაც მინისტრობამდე აკეთებდა. მისივე თქმით, მისი მინისტრობის პერიოდში არაერთი ძალიან საჭირო ნაბიჯი გადაიდგა. 

პრემიერმა ასევე ისაუბრა დიმიტრი ქუმსიშვილის გაერთიანებული სამინისტროების გადასვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„რაც შეეხება ახალ შემადგენლობას, რატომ გადავიყვანეთ დიმიტრი ქუმსიშვილი. ის არავის მოუხსნია. დიმიტრი ქუმსიშვილი ერთი მარტივი მიზეზის გამო გადადის გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელად, რომ იქ სამინისტროების გაერთიანება მოხდა და ფრონტი გაცილებით გაიზარდა. ეს არის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების კომპონენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა ერთობლიობაში და იქ საჭირო გახდა ისეთი ადამიანის მისვლა, როგორიცაა დიმიტრი, რომელმაც სხვათა შორის, ფინანსთა მინისტრობის პერიოდში ძალიან კარგად გაართვა თავი იმას, რომ ჩვენ სავალუტო ფონდთან განვაახლეთ ძალიან საჭირო ურთიერთობა, დეფიციტი შემცირებულია 3%-მდე და ფისკალური მაჩვენებლები აბსოლუტურად მისაღებია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.