ზაზა ბიბილაშვილი: "სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრს იმის ვაჟკაცობაც არ ეყო, რომ ჩვენგან კითხვები მოესმინა"

20:42 12-20-2017
234

გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლოს გამოდის და იძახის "შენ ბიჭო მე კოსტიუმში დაბადებული ხომ არ გგონივარ, კაი ბიჭი ვარ" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გადაცემაში "ცენზურის გარეშე" განაცხადა. 

"ნამდვილად არ არის სასიამოვნო, როდესაც ქვეყანას ჰყავს ხელისფულება, რომელიც ემსახურება არა ხალხს, არამედ ერთ კონკრეტულ ოლიგაქრს. გვყავს ხელისუფლება, რომელიც მატარებელი არის კრიმინალური და ქუჩური მენტალიტეტის. გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლოს გამოდის და იძახის "შენ ბიჭო მე კოსტიუმში დაბადებული ხომ არ გგონივარ, კაი ბიჭი ვარ" და უშვერი სიტყვებით ილანძღება და უშვერი სიტყვებით მიმართავს ოპოზიციას, რაც ხდება მწვავე კრიტიკის პასუხად და რეალურად იმუქრება. ბუნებრივია, შეიძლება ბევრისთვის არაკომფორტული იყოს ის კრიტიკა, რომელიც ჩვენი დეპუტატების მხრიდან გაისმა. სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის იმის ვაჟკაცობაც არ ეყო, რომ ჩვენგან კითხვები მოესმინა და შეზღუდა იმ ადამიანთა წრე ხელოვნურად, რომელთაც შეეძლოთ კითხვების დასმა" - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.