ჰოლივუდის მსახიობი, როუზ მაკგოუენი, პირველი ადამიანია, ვინც პროდიუსერი, ჰარვი ვაინშტეინი, სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა.
ამერიკული კინემატოგრაფიის, ყველაზე გავლენიანი ქალი, მერილ სტრიპი, კი ერთ-ერთია, იმ მსახიობებს შორის, ვინც, პროდიუსერის მიმართ გამოთქმული ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მასთან მუშაობის დროს, ამ ფაქტის შესახებ, მსგავსი არაფერი არ შუნიშნავს.
The Huffington Post-ის ინფორმაციით, მსახიობის ასეთმა განცხადებამ, როუზ მაკგოუელის მხრიდან , დიდი აღშფოთება გამოიწვია და ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელი მალე გაქრა, სოციალური ქსელიდან.
ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანმა მსახიობებმა, მათ შორის მერილ სტრიპმა, რომელიც მონსტრ-ღორ პროდიუსერთან, ბრწყინვალედ ახერხებდა მუშაობას, გადაწყვიტეს, რომ ჰოლივუდში მომხდარი სექს-სკანდალის გამო, პროტესტის ნიშნად, 2018 წლის, ოქროს გლობუსის ცერემონიაზე, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ და შავი კაბები ჩაიცვან. თქვენი დუმილი - თქვენივე პრობლემაა. იქნებ, Marchesa-ს ბრენდის კაბები ჩაიცვათ(ვაინშტეინის ყოფილი ცოლის, ჯორჯინა ჩაპმანის, ბრენდი) - წერს როუზი ტვიტერზე. მოგვიანებით, კი პოსტი წაშალა, მაგრამ მერილმა, მოახერხა წაკითხვა და კოლეგას, პასუხიც დაუბრუნა.
ვწუხვარ, რომ როუზ მაკგოუელმა, დამადანაშაულა. მინდა იცოდეს, რომ მე, ვაინშტეინის, დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, არც 90-იან წლებში და არც მას შემდეგ, საქმის კურსში, არ ვიყავი. მტკივნეული ფაქტია, რომ როუზი, მის მოწინააღმდეგე ადამიანად მთვლის, ჩვენ ყველა ერთ ბიზნესში ვართ ჩართული და ვალდებულები ვართ, გამოვააშკარაოდ ყველა, ვინც ჩვენი მტერია - განაცხადა მერილ სტრიპმა.
ცნობილია, რომ მერილმა, როუზს სთხოვა, რომ შეეხმიანოს და დაურეკოს.
იხ. ფოტოები: