მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ, მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ.
ამის შესახებ მსახიობმა სასამართლოში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ისაუბრა.
"როდესაც სარფიდან შემოვედი, ტაქსი გავაჩერე და თბილისში ჩამოვედი. გზაში ჩამეძინა და რომ გავიღვიძე, პოლიციელები იყვნენ ჩემს გარშემო. ისინი მთხოვდნენ ჩემი ბიზნეს პარტნიორის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. ამის შემდეგ დაიწყეს ჩემი გაშიშვლება, ალბათ, შეშინება უნდოდათ. 10 წუთი ასე ვიდექი და დამცინოდნენ. რეალურად, დამამცირეს. მერე სამმართველოში წამიყვანეს და „მამუშავებდნენ“. იქაც ვთქვი, რომ ადვოკატი მინდოდა", - განაცხადა გიორგანაშვილმა.