მერაია ქერის მილიარდერმა საქმრომ კანადელ მოდელთან უღალატა

13:15 12-22-2017
520

მერაია ქერისა და მილიარდერ ჯეიმს პეკერის ნიშნობის შესახებ ინფორმაცია, 2016 წლის იანვარში გახდა ცნობილი. შემოდგომაზე კი, წყვილმა ცერემონია, ჩაშალა. მიზეზად  მერაიამ, ავსტრალიელ მილიარდერი, ჯეიმს პეკერის სექტის წევრობა და ხელმომჭირნეობა დაასახელა. ჯეიმსმა განაცხადა, რომ მათი რომანი, ორივესთის, შეცდომა იყო.

მერაიამ, ნიშნობის ბეჭედი, რომლის ღირებულებაც 7,5 მილიონ დოლარს შეადგენდა, უკან აღარ დაუბრუნა საქმროს და გარდა ამისა, 10 მილიონი დოლარი, მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის მოითხოვა. 

ჟურნალ Tne Australian-ის საინფორმაციო წყაროს ცნობით, მილიარდერი და ბიზნესვუმენი, ჯეიმსი, კანადელ მოდელს, კაილის ხვდება. წყვილის ურთიერთობა, რამდენიმე თვეის წინ დაიწყო. მოდელის გვარს, ჯერჯერობით, არ ასახელებენ. 

გასულ კვირას, ჯეიმსი და კაილი ერთად, სათხილამურო კურორტზე, ასპენში,  დააფიქსირეს. როგორც ჩანს, ეს კურორტი, მილიარდერის საყვარელი ადგილია, რადგან, ჯეიმსი, მერაიასთან ერთადაც, ხშირად სტუმრობდა.  

მერაია, კეთილი, საინტერესო, მხიარული და ბრწყინვალე ადამიანია, მაგრამ ეს რომანი, ორივესთვის, უდიდესი შეცდომა იყო -ამბობს პეკერი, ჟურნალ Tne Australian-თან ინტერვიუში.  

ავტორი: რუსა ღვანიძე