გადაცემის "ცენზურის გარეშე" ლევან ჩხაიძე მაყურებელს გუშინდელი სანახაობისთვის ბოდიშს უხდის. დღევანდელი გადაცემის თემა ძალადობაზე და არგერი
"იმედი მაქვს, რომ ეს იყო ბოლო შემთხვევა, რომელიც ჩვენს ეთერში და ამ სტუდიაში ვიხილეთ მსგავსი ინციდენტი. პირველ რიგში მინდა ბოდიში მოვუხადო მაყურებელს, რომელმაც იხილა ის სანახაობა, რომელიც ამ სტუდიაში იყო გუშინ ღამე, გადაცემა "ცენზურის გარეშე". სწორედ ძალადობაზე და აგრესიაზე ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში. რა თქმა უნდა, მეც ვემიჯნები ძალადობას და აგრესიის გამოხატვას ნებისმიერი ფორმით. ეს მიუღებელია პირდაპირ ეთერში და ნებისმიერ სხვა სივრცეში. ამისთვის არსებობენ შესაბამისი ორგანოები, ინსტიტუციები და მათი გადასარკვევია თუ ვინ არის და ვინ არ არის დამნაშავე" - განაცხადა ლევან ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, „იბერიის“ გადაცემაში "ცენზურის გარეშე“, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საბჭოს წევრს, ეკა წამალაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მომხდარზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა.
გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით.