დროა დამთავრდეს ასეთი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ - ამის შესახებ რეჟისორმა ბუბა ხოტივარმა გადაცემაში "ცენზურის გარეშე" გუშინ პირდაპირ ეთერში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.
"დროა დამთავრდეს ასეთი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ნებისმიერი ცუდი სიტყვა, რომელიც შენ გამოიყენე სხვის მიმართ გახასიათებს შენ პირველ რიგში და არა იმას. რა თქმა უნდა აღშფოთებით ვუყურებდი. რატომღაც ჩვენ გვგონია, რომ ჩვენ ამას მივეჩვიეთ. ვერავითარი უფლება ვერ მივეცი დავადანაშაულო ახალგაზრდა ბავშვები, ჩვენ როგორ ვიქცევით და ერთმანეთს რა სიტყვებს ვეუბნებით, არ აქვს მნიშვნელობა ის კაი კაცია, ცუდი კაცია. მოკრძალებული, კულტურული ლაპარაკი შენ გახასიათებს და ადამიანი უნდა იყო პირველ რიგში და არა გინების მანქანა. უნდა დამთავრდეს. ძალიან კარგია, რომ ყველანი დაიკითხეთ, ძალიან კარგია რომ საქმეს ხელი გამოძიებამ მოკიდა" - განაცხადა ბუბა ხოტივარმა.
მისივე თქმით, ყველა პროვოკატორი უნდა დაისაჯოს.