პირველად ვარ ეთერში, სადაც მიჭირს ლაპარაკის დაწყება. შენს და ტელესტუდიის მხარდასაჭერად მოვედი მე ახლა აქ - ამის შესახებ ექიმმა ლადო კახაძემ გადაცემაში "ცენზურის გარეშე" განაცხადა. მისივე თქმით, ძალადობის აგრესიის მიზეზი ადამიანის შიგნით არსებული უწესრიგობა, გაუჯერებლობა და გაუწონასწორებლობა. კახაძეს თქმით,
"საერთოდ, საჯარო სივრცე არ არის ის ადგილი, სადაც შეურაცხყოფა ან ფიზიკური ან სიტყვიერი უნდა ჟღერდეს. თუმცა, უმწარესი სიტყვა და არგუმენტი უნდა ჟღერდეს. თუ შენ სიმართლის და ჭეშმარიტების მაძიებლების რიგში დგახარ ძალიან ბევრი ბეწვის ხიდის და ალაქაფის შეღებვა მოგიწევს. ზოგს გონიერებით უნდა მიაწვე, ზოგს მოხერხებით და უნდა დაძლიო. ვფიქრობ, რომ სიტყვა რომელსაც ადამიანი იარაღად ხმარობს ყოველთვის საშიშროების წინაშე არის, რომ ეს იარაღი შეიძლება მოწინააღმდეგე მხარეს ისე ცუდად მოხვდეს, რომ ვერასდროს ვერ განიკურნოს. ამიტომ სიტყვა წამლად უნდა იხმარებოდეს..." - განაცხადა კახაძემ.