ირინა ტორონჯაძე: დიდ ნდობას ვუცხადებ პრემიერს, მაგრამ მოვითხოვ ასეთი მაღალი რანგის პრემიერს ჰქონდეს თმენის ვალდებულება

21:57 12-22-2017
698

მე ძალიან დიდ ნდობას ვუცხადებ როგორც მოქალაქე ქართულ ოცნებას, კონკრეტულად პრემიერს, მაგრამ ვთვლი და მოვითხოვ ასეთი მაღალი რანგის პრემიერს ჰქონდეს თმენის ვალდებულება - ამის შესახებ ირინა ტორონჯაძემ გადაცემაში ცენზურის გარეშე განაცხადა. 

როდესაც მაღალი რანგის პოლიტიკოსზეა საუბარი მათ უნდა ჰქონდეთ გავლილი აუცილებლად ტრეინინგები. განათლებაზე როცა ვსაუბრობთ მარტო ის არ არის, რომ 2 ჯერ 2 ოთხია იცოდე. განათლება გულისხმობს გქონდეს კომუნიკაციის უნარები. არსებობს ემოციური ინტელექტი, რომელიც არის უნარი გააცნობიერო შენი ემოცია, მეორე ადამიანის ემოცია და მართო ის და ეს გამოიყენო შენს გადაწყვეტილების მიღებაში. ეს არის უნარი როგორიც ფუნდამენტური საგნებია: მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა და ასევე ისწავლება ეს უნარები. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, რაღაც სტანდარტებს უნდა შევესაბამებოდეთ. მაღალი რანგის პოლიტიკოსები უნდა ქმნიდნენ სტანდარტებს, ასევე ჟურნალისტები ქმნიან სტანდარტებს... მე ძალიან დიდ ნდობას ვუცხადებ როგორც მოქალაქე ქართულ ოცნებას, კონკრეტულად პრემიერს, მაგრამ ვთვლი და მოვითხოვ ასეთი მაღალი რანგის პრემიერს ჰქონდეს თმენის ვალდებულება და შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებს, რა სტანდარტებისკენ ჩვენ მივიღწვით - განაცხადა ირინა ტორონჯაძე.