ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, კასპში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

19:58 12-23-2017
1643
თეგები: შსსკასპი

ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, ახალგაზრდა კაცი დღეს კასპში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდაცვალების ფაქტი და გარემოებები, სწორედ, ამ მუხლით გამოძიების დაწყების საფუძველს იძლევა. გარდაცვლილი, 30 წლამდე ასაკის კაცი ახლობლის ბინაში ნახეს.

ავტორი: ლილუ მიროტაძე