დედოფალი ელისაბედი პატრიარქს აღსაყდრების 40 წლის იუბილეს ულოცავს

12:42 12-25-2017
272

მისმა უდიდებულესობა დედოფალმა ელისაბედ მეორემ, მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელი მიულოცა.

დედოფლის მისალოც წერილს აქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

„მაქვს პატივი, გულთბილად მივულოცო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებიდან 40 წელი. დიდი სითბოთი ვიხსენებ ჩვენს შეხვედრას 2011 წელს, ლონდონში თქვენი ვიზიტისას. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ერებს შორის ურთიერთობები ღრმავდება. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას“, – ნათქვამია წერილში.

ავტორი: ლილუ მიროტაძე