უამინდობამ პრობლემები შექმნა კახეთის რეგიონში. აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
"ქიზიყის" ცნობით, ძლიერმა ქარმა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, ხეები მოგლიჯა სიღნაღსა და დედოფლისწყაროში. ქარმა საახალწლო განათებებიც დააზიანა. დედოფლისწყაროს ცენტრალურ მოედანზე წაქცეულია მთავარი ნაძვისხე. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
როგორც „ენერგო-პრო“-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი კახეთის რეგიონში ჟანა დიდებაშვილი ამბობს, კომპანიის წარმომადგენლები ხარვეზების აღმოფხვრაზე უკვე მუშაობენ და აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ.