მოსალოდნელია თუ არა ახალი წლის ღამეს დედაქალაქში თოვლი - პროგნოზი

13:04 12-25-2017
2160

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, დედაქალაქში 31 დეკემბრის ღამით, თოვლი მოსალოდნელი არ არის.

ამის შესახებ გვაზავამ "პრაიმტაიმს" განუცხადა. მისი თქმით, 30 დეკემბრამდე დედაქალაქსი უნალექო ამინდებია მოსალოდნელი, დღისით 9, ხოლო ღამით 0 გრადუსი ტემპერატურით.

რაც შეეხება 31 დეკემბრის ღამეს, სინოპტიკოსის თქმით, ღრუბლიანი ამინდი იქნება და შესაძლოა 1 იანვარს იწვიმოს.

"რაც შეეხება საქართველოს მთელს ტერიტორიას, 30 დეკემბრამდე უნალექო ამინდებია მოსალოდნელი, ღამით მთაში ყინვა იქნება, განსაკუთრებით 27-28 დეკემბერსაა მოსალოდნელი ყინვა. 31 დეკემბერს მცირე ნალექი, მაღალ მთაში თოვლის სახით და 1 იანვარს უკვე საქართველოს მთელს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში თოვლი", - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე