ამერიკელი რეპერი და მსახიობი, ემინემი, დიდი ხნის შესვენების შემდეგ, მუსიკალურ ინდუსტრიას დაუბრუნდა. ცნობილია, რომ რამდენიმე ხნის წინ, მუსიკოსმა, ბიონსესთან ერთად , სიმღერა Walk On Water-ი შეასრულა.
დეკემბრის დასაწყისში, მისი ახალი ალბომის, კიდევ ერთი, ახალი სიმღერა გამოუშვეს, სახელწოდებით - Untouchable, ხოლო 15 დეკემბერს კი, ემინემის, ყველა ახალი სიმღერის ნაკრები, უკვე გაყიდვაში გამოჩნდა.
2017 წლის ოქტომბრის ბოლოს ემინემმა და პოლ როზენბერგმა დაიწყეს მცირე სარეკლამო კამპანია და ცნობილი გახდა მომავალი ალბომის სახელწოდება – Revival. ამ კამპანიის ფარგლებში, გამოვიდა პაროდიული სარეკლამო რგოლები, რომლებშიც წარმოდგენილია, არარსებული სამედიცინო პრეპარატის აღწერა.
ნოემბერში გამოვიდა ალბომის პირველი სინგლი, „Walk on Water“ - ჩაწერილი ბიონსე ნოულსთანერთად. სიმღერა, პირველად შესრულდა, სკაილარ გრეისთან ერთად, 12 ნოემბერს, MTV ევროპის 2017 წლის მუსიკალური დაჯილდოების ფარგლებში. 28 ნოემბერს, Dr. Dre-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელმაც დაადასტურა, რომ ალბომი გამოიცემოდა 15 დეკემბერს.
8 დეკემბერს ემინემმა გამოუშვა პრომო-სინგლი მომავალი ალბომიდან, „Untouchable“, სემპლით Cheech & Chong-ის სიმღერიდან.
ემინემის დაბრუნება, ტრიუმფალური აღმოჩნდა, მომღერლის, მუსიკალურ ინდუსტრიაში!
ახალი ალბომის გამოსვლიდან, რამდენიმე დღეში, რეზულტატი უკვე გამოჩნდა - გაყიდვების რიცხვმა, 792 000 ათასს გადააჭარბა.