ფილიპინები : ტროპიკული შტორმის შედეგად 200 მდე ადამიანი დაიღუპა

15:40 12-25-2017
109
თეგები: ფილიპინები

ფილიპინების კუნძულ მინდანაოზე მეწყერსა და წყალდიდობას, სულ მცირე, 200 მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შტორმის შედეგად 150 ადამიანია დაკარგული,ევაკუირებულია 70.000 ზე მეტი , განადგურებულია 1000 მეტი შენობა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

მოსახლეობის გადასარჩენად სტიქიის ზონაში ჯარი მობილიზდა. ასობით მაშველი და მოხალისე დაზარალებული მოსახლეობის ევაკუაციას რამდენიმე საათია ცდილობს. მეწყერი და წყალდიდობა ტროპიკულ შტორმს მოჰყვა.

ერთი კვირის წინ, ფილიპინების ცენტრალურ ნაწილში ტროპიკულმა ციკლონმა ტაიფუნმა 40-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.