მოსკოვში, "სლავიანსკი ბულვართან" ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტობუსი, რომელიც მიწისქვეშა გადასასავლელთან მოძრაობდა, გზიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 15-მდე დაშავდა.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. თვითმხილველები ამბობენ, რომ ავტობუსმა რამდენიმე ადამიანს ზედ გადაუარა და შემდეგ მიწისქვესა გადასასვლელს დაეჯახა.