უფლისმიერ საყვარელო და სანატრელო ძმაო, გულითადად გილოცავთ - რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს

16:44 12-25-2017
80

სრულიად საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების 40 წლისთავი რუსეთის პატრიარქმა მილოცა.

მისალოცი წერილი დრეს სვეტიცხოველში, საზეიმო ლიტურგიისას წაიკითხეს. 

"თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უფლისმიერ საყვარელო და სანატრელო ძმაო, გულითადად გილოცავთ როგორც თქვენ, ისე საქართველოს, ეკლესიის ცხოვრებაში ღირსშესანიშნავ დღეს, საპატრიარქო ინტრონიზაციის 40 წლისთავს.

როდესაც შეუდექით საპატრიარქო მსახურებას, თქვენ იყავით საქაფრთველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მღვდელმთავარი, დიდი გზა განვლეთ და აწ უკვე ბრძანდებით ეკლესიის მეთაურობის ხანგძრძლივობით მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში ყველაზე უხუცესი საჭეთმპყრობელი.

თქვენი სიტყვა ავტორიტეტული და მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვინც გიცნობთ და უყვარხართ, ვინც თქვენთვის ლოცულობს და ვინც თქვენგან კურთხევას ითხოვს. 

მართლმადიდებელ საქართველოს მომავალზე ზრუნვის გამო თქვენ წმინდა ნათლობით გახდით ნათლია მრავალშვილიანი ოჯახების ათასობით ბავშვისა, რითაც კეთილი საფუძველი გაუმზადეთ ქართველი ერის ბედნიერ მომავალს”, - ნათქვამია მილოცვაში. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე