ემინემის ქალიშვილმა საკუთარ დაბადების დღესთან დაკავშირებით სექსუალური ფოტო გამოაქვეყნა

18:02 12-25-2017
1105

ამერიკელი რეპერის ემინემის(მარშალ ბრიუს მეზერს) ქალიშვილი, ჰეილი, დღეს, 22 წლის გახდა. შეგახსენებთ, რომ ჰეილი ჯეიდ სკოტი, 1995 წლის 25 დეკემბერს დაიბადა. დაბადების დღის ნიშნად,  გუშინ, ინსტაგრამზე, ფოტო ატვირთა, აღსანიშნავია, რომ ჰეილი, ინსტაგრამზე, იშვიათად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს, სოციალურ ქსელში, მისი, მხოლოდ 20-მდე ფოტოა გამოქვეყნებული.  

სწორედ, ამის გამო, ჰეილის ახალი ფოტო, მისი თაყვანისმცემლების და ბლოგერების, ყურადრების ცენტრში მოექცა - ფოტომ, 705 000 მოწონება დაიმსახურა.  ამავე დროს, ფოტოზე ჰეილი, საკმაოდ სექსუალურად გამოიყურება - გოგონა, წითელ დივანზე, გამომწვევად პოზირებს, 

წინასწარ გილოცავ დაბადების დღეს, ჰეილი- წერს ინსტაგრამზე ჰეილი, რომელიც  დღეს, 22 წლის  გახდა. 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე