ე.წ რეიდების დროს ხელმძღვანელობის მხრიდან მკაცრი კონტროლია საჭირო - ანა ნაცვლიშვილი  

21:46 12-25-2017
211

ე.წ რეიდების დროს ხელმძღვანელობის მხრიდან მკაცრი კონტროლია საჭირო, რათა  რეიდები მკაცრად პასუხობდეს კანონით გათვალისწინებულ და კონსტიტუციის დადგენილ ყველა სტანდარტს - ამის შესახებ უფლებადამცველმა ანა ნაცვლიშვილმა გადაცემაში ცენზურის გარეშე საპოლიციო კონტროლზე საუბრისას გაანცხადა. 

სახელმწიფოში და საზოგადოებაში არსებობს აუცილებლობა იმისა, რომ საზოგადოებამ დაცულად იგრძნოს თავი და მართლწესრიგი იყოს გარანტირებული და რა თქმა უნდა ამის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია არის სწორედ პოლიციის ხელში. მაგრამ მეორე მნიშვნელოვანი ინტერესი არის, რომ ეს არ მოხდეს ადამიანის უფლებების და ქვეყნის კონსტიტუციის შელახვის ხარჯზე. ეს არის მთავარი გამოწვევა, რასაც ცივილიზებულ, კანონის უზენაესობაზე ორიენტირებულ სახელმწიფოში პოლიციამ უპასუხოს. ჩვენ რა თქმა უნდა გვიცხოვრია ისეთ სახელმწიფოში, სადაც კონტროლი იყო მთავარი ფუნქცია და კონტროლდებოდა მოქალაქის ყველა სფერო და ეს არ იყო ის, რაც უნდა იყოს რეალურად დემოკრატიული სახელმწიფოს სტანდარდი. სწორედ ამიტომ ბალანსის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, პრევენცია უნდა განხორციელდეს, მათ შორის რეიდები არის კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი საშუალება პოლიციის ხელში, რომ მან ამ მეთოდით გარკვეული პრევენციული ხაზი გაატაროს, მაგრამ აქ არის ორი რამ: პირველი, სხვა რა საშუალებებს მიმართავს პოლიცია, რომ ასეთი უხეში ფორმებით არ მოხდეს საპოლიციო კონტროლის განხორციელება და სანამ ამ ზომამდე მივალთ პოლიცია უნდა ახორციელებდეს სხვა ტიპის ღონისძიებებს, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზი გააკეთო და გამოვლენის საფუძველზე არსებულ გამოწვევებს უპასუხოს. მეორე, შესაბამისი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს ე.წ რეიდები, მაგრამ აქ ძალიან მკაცრი კონტროლია საჭირო ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ რეიდები მკაცრად პასუხობდეს კანონით გათვალისწინებულ და კონსტიტუციის დადგენილ ყველა სტანდარტს - განაცხადა ნაცვლიშვილმა.