სანამ შსს-ს სტრუქტურული და შინაარსობრივი რეფორმა საფუძვლლიანად განხორციელდება, საპოლიციო კონტროლი იყო ერთადერთი გზა იმისთვის, რომ წინასაახალწლოდ მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომხდარიყო – აღნიშნული განცხადება შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილი გადაცემაში "ცეზურის გარეშე" განაცხადა.
ნათია მეზვრიშვილი კახეთში ჩატარებულ ჩხრეკასაც გამოეხმაურა, რომლის შედეგადაც ერთ-ერთ ქალბატონს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. მისი თქმით, ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა კავშირში არ იყო სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან და ის საერთოდ არ იყო ჩატარებული საპოლიციო კონტროლის ფარგლებში და ჩხრეკა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობდა.
"მინდა საზოგადოების წარმომადგენლებს მოვუწოდო მანამ, სანამ არ გაირკვევა სიმართლე, თავი შეიკავონ ყველანაირი სპეკულაციებისგან, იმიტომ რომ არ დასტურდება ამ ეტაპზე კავშირი პოლიციას ქმედებასა და ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას შორის", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.