იტალიაში ტრადიციულად ახალ წელს თავისუფლდებიან ძველი ნივთებისგან. რაც უფრო მეტი ძველი ნივთია გადაგდებული საახალწლოდ მით უკეთესია. სწორედ ამიტომ ახალი წლის ღამეს აქ ფანჯრებიდან ცვივა ძველი ნივთები, და უნდა იყოთ ფრთხილად თუ არ გსურთ რომ თავზე დაგეცეთ უთო ან ხის მაგიდა ითვლება, რომ განთავისუფლებულ ადგილს აუცილებლად დაიკავებენ ახალი ნივთები. იტალიელებს აქვთ კიდევ ერთი საინტერესო ტრადიცია– ახლობლებს ჩუქნიან წითელი ფერის თეთრეულს, რადგან სწორედ წითელი ფერი წარმოადგენს სიახლის სიმბოლოს. პატარა იტალიელები საჩუქრებს ელოდებიან ქალი თოვლის ბაბუისგან, ეს არ არის ფიფქია. როგორც წესი ის ხანდაზმული ქალბატონია სახელად ლა ბეფანა, რომელიც საჩუქრებს არიგებს 7 იანვარს.
შუა საუკუნეებში ინგლისში ახალ წელს ხვდებოდნენ გაზაფხულზე– 1 მარტს.
საახალწლო მისალოცი ბარათების ტრადიცია წარმოიშვა ინგლისში. ინგლისში და ამერიკის შეერთებულ შტატებში საყვარელ ოჯახურ დღესასწაულად ითვლება შობა.
ახალ წელს ინგლისელები ტრადიციულად გამოდიან მთავარ მოედანზე, რომ მიულოცონ ერთმანეთს ახალი წლის დადგომა ბიგ–ბენის ზარების რეკვის ფონზე.
გერმანიაში უმთავრეს და უსაყვარლეს დღესასწაულად ითვლება ქრისტეშობა. სწორედ გერმანიას უნდა უმადლოდეს მსოფლიო ულამაზესი ტრადიციის არსებობისთვის– ეს არის ნაძვის ხის მორთვა. შუშის ნაძვის ხის სათამაშოების და ხელოვნური ნაძვის ხეების არსებობაც სათავეს იღებს სწორედ გერმანიაში.
საშობაო მაგიდას გერმანიაში აფარებენ აუცილებლად ქათქათა თეთრ სუფრას, ალამაზებენ მას ნაძვის პატარა ტოტებით, არომატული სანთლებითა და სხვადასხვა სუვენირებით.
საშობაო სუფრის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს სხვადასხვა ფორმის საახალწლო ფხვიერი ნამცხვრები და მარცეპანის კანფეტები.
ახალი წელი კი გერმანიაში– მეორეხარისხოვანი დღესასწაულია. ტრადიციული საახალწლო ვახშამი იწყება საღამოს 8 საათზე და მთავრდება შუაღამეს. საახალწლო მილოცვით ჭიქების აწევა კი წარმოადგენს სადღესასწაულო ტრაპეზის დასასრულის ნიშანს.
საფრანგეთის რევოლუციის დროს ახალ წელს ფრანგები აღნიშნავდნენ 22 სექტემებერს– რესპუბლიკის დაარსების დღეს.
შობა და ახალი წელი საფრანგეთში – ეს არის კულინარული ფანტაზიების ნამდვილი დღესასწაული. სადღესასწაულო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია ცნობილი ფრანგული შამპანური– მხიარულების და დროსტარების დედაბოძი. ბოსტნეული, ხილი, მწვანე სალათი, შებოლილი ორაგული, ხიზილალა და რა თქმა უნდა ფუა–გრა (ცნობილი პაშტეტი მომზადებული ბატის ღვიძლისგან). ცხელი კერძის სახით საშობაო სუფრას აუცილებლად ამშვენებს შემწვარი დედალი ინდაური და ხამანწკები– ფრანგების ნაციონალური სიამაყე. სადღესასწაულო დესერტს წარმოადგენს ცნობილი საშობაო ნამცხვარი შეშა(ტორტი ცუკატებითა და ქიშმიშით) და შოკოლადი.
ყურძნის მტევანი მრავალ ქვეყნაში, მათ შორის ესპანეთსა და პორტუგალიაშიც მიჩნეულია ხვავის, ჯამრთელობისა და ოჯახური კერის სიმბოლოდ. ამიტომ ტრადიციის თანახმად საახალწლო ღამეს ესპანეთსა და პორტუგალიაში საათის ყოველ დარტყმასთან ერთად მიირთმევენ ყურძენს და ჩაუთქვავენ სურვილს: თორმეტი დარტყმა– თორმეტი სურვილი, წელიწადის ყოველი თვის გათვალისწინებით.
ასეთი მრავალსახოვანი, ხმაურიანი, მხიარული, სიმღერებისა თუ გულმხურვალე ლოცვის თანხლებით ახალი წლის დღესასწაული ყველასთვის იმედის მომტანია. ნეტავ გაისმის ყველა ქვეყანაში, თუმცა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ენაზე.
ირლანდიაში ახალი წლის მოახლოებისას ყველა აღებს სახლის კარებს. ნებისმიერს ვინც მოისურვებს შეუძლია შემოვიდეს სახლში და გახდეს სასურველი სტუმარი. მას აუცილებლად გაუმასპიძლდებიან და საგანგებოდ მიართმევენ ერთ ჭიქა ღვინოს სიტყვებით : შვიდობა იყოს ამ სახლსა და მთელს მსოფლიოში! ახალი წლის პირველ დღეს აქ აღნიშნავენ სახლის დღესასწაულს. არსებობს უძველესი ირლანდიური ტრადიცია– ჩუქნიან ერთმანეთს ბედნიერების ნიშნად ნახშირის ნატეხს.