ელისაბედ II-მ საზოგადოებას შობის დღესასწაული მიულოცა (ვიდეორგოლი)

14:13 12-26-2017
816

გუშინ, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ,  ბუკინგემის სასახლის რეზიდენციიდან, საზოგადოებას, შობის დღესასწაული მიულოცა.

შობის დღესასწაულზე, დედოფალი, ანჟელი კელის ბრენდის სპილოსძვლისფერი, სვაროვსკის თვლებით გაწყობილი კაბით, პოზირებდა.

ყოველწლიური, ტრადიციული საშობაო მიმართვის ვიდეორგოლში, საზოგადოების ყველაზე დიდი ინტერესი, ერთ-ერთმა ფაქტმა მიიპყრო: დედოფლის მაგიდაზე, სადაც მთელი სამეფო ოჯახის წევრების ფოტოები იყო განლაგებული, მათ შორის, პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ფოტოც გამოჩნდა. 

ფოტო სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ არის დამზადებული. როგორც ჩანს, დედოფალმა, უკვე დიდი ხანია, მეგანი, ოჯახის წევრად მიიღო. 

გუშინ,  სამეფო ოჯახი წევრები, შობის დღესასწაულის აღსანიშნავად, ნორფოლკის სამეფოში, წმინდა მარია მაგდალინელის ტაძარში იმყოფებოდნენ, სადაც მათთან ერთად, მეგან მარკლიც იმყოფებოდა. 

იხ. ვიდეორგოლი:

ავტორი: რუსა ღვანიძე