ჯორჯ მაიკლი მეზობლებმა გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე შობის დღესასწაულზე გაიხსენეს

14:33 12-26-2017
167

2016 წელს შობის დღეს ჯორჯ მაიკლი გარდაცვლილი იპოვეს მის საკუთარ სახლში. ოქსფორდის შტატში მდებარე სოფელ გორინგში,სადაც იგი 17 წლის განმავლობაში ცხოვრობდა,მას მეგობრები იხსენებენ არა როგორც სუპერვარსკვლავს,არამედ კარგ მეზობელს და მეგობარს.

ელისონ კლარკის პირველი შეხვედრა 80 -იანი წლების სუპერვარსკვლავთან მაშინ მოხდა როდესაც იგი მდინარე ტემზაზე სეირნობდა.

“ მე უიმედოდ მინდოდა,რომ  მისთვის რამე მეთქვა“ - იხსენებს ელეისონი.

“მე ჩემი ნაყინის ჩაკბეჩა შევთავაზე მას -იცინის,ეს  სპონტანურად მოხდა,მან უარი მითხრა,მაგრამ სიცილი  დაიწყო“

მიუხედავად უარის  თქმისა ჩვენ მალევე მეგობრები გავხდით, შემდეგ ელისონმა მაიკლი დაბადების დღეზე დაპატიჟა,იგი 40 წლის იუბილეს აღნიშნავდა,ჩვენ სახლის წინ ბაღში ვცეკვავდით, შამპანიურისგან შეზარხოშებული კი აუზში ჩავვარდი.

მაიკლმა აუზიდა ამომიყვანა,გამამშრალა და ოთახამდე მიმაცილა,მთელი ღამის განმავლობაში მუსიკაზე და ცხოვრებაზე ვსაუბრობდით.
 
დიანა დევისი ჯორჯ მაიკლის გვერდით ცხოვრობდა,მაიკლმა ერთ ერთ წვეულებაზე დაპატიჯა სადაც უამრავი ცნობილი ადამიანი ტრიალებდა -იხსენებს დევისი.

მაიკლი როდესაც პირველად გადმოვიდა ჩვენთან საცხოვრებლად,იგი იმ დღესვე ჩვენთან მოვიდა და გაგვეცნო,მის მერე ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.

მახსოვს ერთხელ როგორ გადავარჩინე მისი ლაბრადორის ლეკვი,სასოწარკვეთილი ხმა მომესმა რომელსაც ძაღლი გამოსცემდა,მივუახლოვდი მას და დავინახე,რომ ფეხი გაჭედილი ჰქონდა  ეზოს კარში.  მაიკლს ძალიან გაუხარდა როდესაც სახლში მივუყვანე მისი ლეკვი,რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა.

ჯაეიმს დეივი და ტიმ შულცი ჯორჯ მაიკლთან მას შემდეგ დამეგობრდნენ,როდესაც სუპერვარსკვლავი მათ პაბში მივიდა.

“ შენ არ ხარ ერთადერთი გეი ამ სოფელში“ წაიკითხე ეს ბარათი,ასეთი ხერხით ვცადეთ მისი ყურადღების მიქცევა -იხსენებს დეივი.

“ საშობაოდ თქვენი მოსვლა  ჩემ ქმარს ძალიან გაახარებს,იმედი მაქვს მალე გიხილავთ ჩვენ პაბში.“

რესტორანში მითხრეს,რომ დაჯავშნილი იყო მაგიდა,უცბად უკან მოვიხედე და დავინახე ჯორჯ მაიკლი.

ამის შედეგ ჩვენ ძალიან დავახლოვდით,იგი ჩვენ პაბის რეგულარული მომხმარებელი გახდა.

იგი ყოველთვის განსაკუთრებული სტუმრის მომსახურეობაზე უარს ამბობდა ,“რადგან ყველაფრის ყურება უყვარდა ,რაც ირგვლივ ხდებოდა.“