ბრიტანულმა გემმა რუსული სამხედრო ხომალდი ჩრდილოეთის ზღვაში გააცილა

15:59 12-26-2017
184

დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ინფორმაციით, შობის საღამოს ბრიტანული გემი იძულებული გახდა რუსული სამხედრო ხომალდი ჩრდილოეთის ზღვაში, ბრიტანული წყლებიდან გაეცილებინა. მათი ცნობით, ხომალდი HMS St Albans რუსული "ადმირალ გორშკოვის" გადაადგილებას იმ ტერიტორიაზე აკონტროლებს, რომელიც ბრიტანეთის ეროვნულ ინტერესებშია. ბოლო პერიოდში გაიზარდა რუსული გემების ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში გადაადგილების ფაქტები. ცოტა ხნის წინ ბრიტანეთმა რუსეთის მხრიდან ახალი საშიშროების შესახებ განაცხადა, რომელიც ღრმაწყლებში ინტერნეტ-ქსელის გაყვანას შეიძლება უკავშირდებოდეს. 
​ინფორმაციას ტელეკომპანია BBC -ი ავრცელებს