მეგან მარკლიმ ჟურნალისტებს ენა გამოუყო - ბავშვური კეკლუცობა თუ...! (ვიდეო)

13:25 12-27-2017
4238

მეგან მარკლი, პრინც ჰარისთან ნიშნობის შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე სკანდალურ პერსონად იქცა. არავინ არ ფიქრობდა, რომ ქმართან გაყრილი ამერიკელი მსახიობი, სამეფო ოჯახის წევრი გახდებოდა. 

მეგანისთვის, ეს ტიტული, საკმაოდ რთულია - ჟურნალისტები და ფოტოგრაფები, მის ყველა ნაბიჯს, აკონტროლებენ.

people-ს წყაროს ინფორმაციით, შობის დღესასწაულზე, როცა მეგანი, სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად, ცერემონიაზე იმყოფებოდა, ჟურნალისტების და თაყვანისმცემლების გარემოცვაში, ერთი პატარა შეცდომა დაუშვა - მან ფოტოგრაფებს, ენა გამოუყო.

ფოტო, სოციალური ქსელებიდან, მალე გაქრა, მაგრამ საზოგადოებისთვის საინტერესოა, დედოფალი, როგორ შეხვდა ამ ფაქტს.

მეგანის ეს შეცდომა, ალბათ, ჯვრისწერის ჩაშლის მიზეზი არ გახდება, მაგრამ  ელისაბედ მეორეს, სავარაუდოდ მეგანთან, სერიოზული პრობლემა შეექმნება.    

 

ავტორი: რუსა ღვანიძე