ბრიტანელი ტურისტი ეგვიპტეში "ტრამადოლის" შენახვის გამო 3 წლის ვადით დააკავეს

13:45 12-27-2017
101
თეგები: ეგვიპტე

ბრიტანელი ქალი, რომელიც აცხადებს, რომ მისი ავადმყოფი პარტნიორისთვის ტკივილგამაყუჩებლებს ატარებდა, სამშაბათს ეგვიპტის სასამართლომ მას სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა და   5,611 დოლარით დააჯარიმა.

33 წლის ლაურა პალმერი 9 ოქტომბერს ჰურგანდას საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს,ეგვიპტელმა მესაზღვრეებმა მას ჩემოდანში 290 ტრამადოლის ტაბლეტი აღმოუჩინეს.

პლამერს ბრალი წაუყენესს ნარკოტიკების შენახვასა და კონტრაბანდაში. მისი ადვოკატები ამტკიცებენ,რომ ლაურამ სასამართლოში კითხვა არასწორედ გაიგო და მისი მიხედვით მისცა თითქოს და აღიერებითი ჩვენება.

მიუხხედავად იმისა,რომ ტრამადოლი ლეგალურია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში,როგორც ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი,კერძო პირს წამლის გაყიდვის უფლება არ აქვს,რადგან დაბალი ფენის წარმომადგენლებში ტრამადოლი პოპულარობით სარგებლობს.

ლაურა პლამერი აცხადებს,რომ მას წამალი მისი ეგვიპტელი მეუღლისთვის სჭირდებოდა,რომელსაც ზურგის ტკივილები აწუხებს.

მისი თქმით,მისმა მეუღლემ ეს ტრამვვა ჯერ კიდევ შარლმ -ელ -შეიხში მიიღო,როდესაც იგი მაშველად მუშაობდა.

წყვილმა 2014 წელს იქორწინა და მისი მეუღლის სანახავად რეგულარულად დადიოდა.

ადგილობრივი დეპუტატის კარლ ტერნერის განაცხადა,რომ პლამერის საქმეში ჩართულნი არიან დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრები ბორის ჯონსონისი და ალისერ ბერტი.

“დიდი იმედი მაქვს იმის,რომ სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს“ - განაცხადა კარლ ტერნერმა BBC -ან ინტერვიუში.

“ ღირსეული ქალი,რომელმაც საშინელი შეცდომა დაუშვა,არ უნდა ისჯებოდეს პატიმრობით ეგვიპტის ციხეში“

33 წლის ლაურა პალმერი დაბადებული აღმოსავლეთ იორკშირში მუშაობს გამყიდველის ასისტენდად,იგი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილით დასჯას,მას ეგვიპტის სასამართლომ 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.