ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის, ნატალი პორტმანი და ბენჟამენ მილპიე, ყველაზე გამორჩეულ წყვილად, იმ მიზეზის გამო ითვლებიან, რომ იშვიათად ჩნდებიან საზოგადოების წრეში.
სამაგიეროდ, ხშირად შეხვდებით ქუჩაში, ბავშვებთან ერთად ან მოგზაურობის დროს. გუშინ წყვილი, 6 წლის ვაჟთან, ალეფასთან და 9 თვის ქალიშვილთან, ამალიასთან ერთად, ნიუ-იორკის აეროპორტში, პაპარაცებმა დააფიქსირეს - ოჯახი, შობის დღესასწაულის შესახვედრად, მეგობრებთან მიფრინავდა.
პორტმანის თაყვანისმცემლებს, არ გამოპარვიათ ის ფაქტი, რომ პორტმანი, შესანიშნავად გამოიყურება - მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა, მეორე შვილი, მარტის თვეში გააჩინა, კვლავ ბრწყინვალე ფორმაშია.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი, ნატალი პორტმანი და მოცეკვავე, ბენჟამენ მილპიე, 2010 წლიდან, ერთად არიან. წყვილმა ერთმანეთი, მხატვრული ფილმი, შავი გედი-ის გადაღების დროს, გაიცნო. დეკემბრის თვეში კი, მსახიობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეყვარებულებს, ნიშნობა უკვე ჰქონდათ და ახლო მომავალში, შვილს ელოდებოდნენ.
იხ. ფოტოები: