ობამას ინტერვიუ პრინც ჰარისთან

15:49 12-27-2017
74

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოუწოდა ხალხს მაღალ თანამდებობებზე, არ გამოიყენონ სოციალური მედია ისეთი საშუალებებით, რომელიც ხელს შეუწყობს  საზოგადოების გაყოფას.

BBC- სთან ინტერვიუში, რომელსაც ბრიტანეთის პრინცი ჰარი ატარებდა, ობამამ ინტერნეტ სივრცეზე ისაუბრა, მისი აზრით, ინტერნეტით სარგებლობდა ადამიანთა რიგებში  ცრურწმენების გაძლიერებას იწვევს  და საზოგადოებას ორ ნაწილად ჰყოფს.

"ყველა ლიდერმა უნდა ვიპოვოთ გზა,იმისათვის,რომ ერთად  შევძლოთ განახლება საერთო სივრცის ინტერნეტში", - განაცხადა ობამამ. "ინტერნეტის ერთ-ერთი საფრთხე ისაა, რომ ხალხს სრულიად განსხვავებული რეალობა უყალიბდება.

 ობამას აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახელი ინტერვიუში არც -ერთხელ არ უხსენებია, რომელიც, მისი თქმით,ოფისის დატოვების შემდეგ პირველი შემთხვევა იყო.

ინტერვიუში ობამამ  მოკრძალებით გაიხსენა  მიშელ ობამაც და მას უწოდა ყველაზე "სანახაობრივი, მხიარული და თბილი პიროვნება", რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო პოლიტიზირებული, მხარს უჭერდა მთელი ამ პროცესების განმავლობაში.

პრინცი ჰარის დასმულ კითხვაზე,თუ რა იყო მისთის ყველაზე დიდი ცვლილება რომელიც მისი  პრეზიდენტობის პერიოდში იყო განხორციელებული,ობამა ასე უპასუხა : “ რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო,არ შეცვლილა,მე ახლაც განვაგრძობ ზრუნვას იმაზე,რომ ვაქციო ამერიკის შეერთებული შტატები და მსოფლიო ადგილად,სადაც ახალგაზრდები მიიღებენ განათლებას,სადაც ხახლი, რომლებიც მზად არიან მუშაობისთვის,შეძლებენ სამსახურის შოვნას, რომელიც ასევე იზრუნბს  მსოფლიო განვითარებისთვის,რომ შემდგომ მომავალმა თაობებმა შეძლონ ამ სილამაზით სარგებლობა.“ - განაცხადა აშშ -ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პრინც ჰარისთან ინტერვიუში.