ნარკოპოლიტიკის ახალი პროექტის განხილვას კომიტეტის 7 დეპუტატი აპროტესტებს. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა, სადაც კანონპროექტის განხილვა 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, კვორუმის არ არსებობის გამო, ვერ იწყება.
მოწინააღმდეგე დეპუტატები კობა ნარჩემაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, მირიან წიკლაური, მირიან ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე და კობა ნაკაიძე რამდენიმე წუთში საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავენ. კვორუმისთვის 9 დეპუტატია საჭირო.