ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება დახურულ კარს მიღმა - უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი ნარკოპოლიტიკის რეფორმას ეწინააღმდეგება

17:16 12-27-2017
141

ჯანდაცვის კომიტეტის სათათბირო ოთახში, სადაც უმრავლესობის დეპუტატები იმყოფებიან, ხმაურია. ოთახში, თავდაპირველად ის 7 დეპუტატი იმყოფებოდა, რომლებიც კომიტეტში ნარკოპოლიტიკის განხილვას აპროტესტებდნენ.

შემდეგ მათ მამუკა მდინარაძე, ნუკრი ქანთარია, რატი იონათამაშვილი, მარიამ ჯაში, ნინო წილოსანი, დავით მათიკაშვილი და გიგი წერეთელი შეუერთდნენ, თუმცა წერეთელმა მალევე დატოვა ოთახი და ჟურნალისტებთან დაპირისპირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია უარყო.

ნარკოპოლიტიკის ახალი პროექტის განხილვას კომიტეტის 7 დეპუტატი აპროტესტებს. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა, სადაც კანონპროექტის განხილვა 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, კვორუმის არ არსებობის გამო, ვერ იწყება. 

მოწინააღმდეგე დეპუტატები კობა ნარჩემაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, მირიან წიკლაური, მირიან ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე და კობა ნაკაიძე რამდენიმე წუთში საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავენ. კვორუმისთვის 9 დეპუტატია საჭირო.​