დიდი იმედი მაქვს რომ გადახედვის აუცილებლობა არ დადგება - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ განაცხადა. მისივე თქმით, ეს ტარიფები მომდევნო სამი წლის განმვალობაში გაგრძელდება.
"ეს ტარიფი გავრცელდება მომდევნო სამი წელიწადზე. თუ რაიმე მოცემულობა შეიცვალა, ღია გათვალისწინებითაც დღეს ჩვენ ეს ტარიფები დავადგინეთ, კომპანიებს რჩებათ უფლება რომ მიმართონ კომისიას და მოითხოვონ გადახედვა. საოპერაციო დანახარჯებში ცვლილება არამგონია რომ იყოს გადახედვის დასაბუთებული საფუძველი. კაპიტალურ დანახარჯებში ყველა ინვესტიცია არის ასახული და აქაც განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველოდებით შესაძლებელია ამის მიზეზი იყოს კურსის ცვლილება. არ გვქონია პრაქტიკა რომ ფაქტობრივი ინფლაციის გათვალისწინებით გადაგვეხედა ტარიფები. ახლა აღებული გვაქვს ის ინფლაცია, რომელიც არის პროექტით გათვალისწინებული. დიდი იმედი მაქვს რომ გადახედვის აუცილებლობა არ დადგება" - განაცხადა მილორავამ.