პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში ნარკოპოლიტიკის რეფორმის პირველი მოსმენით განხილვა განახლდა. სხდომა ორსაათნახევრის დაგვიანებით, 15:00-ის ნაცვლად 17:30-ზე დაიწყო. ამ დრომდე კომიტეტი კვორუმის არარსებობის გამო ვერ იკრიბებოდა.
როგორც დღეს გახდა ცნობილი ნარკოპოლიტიკის რეფორმას ჯანდაცვის კომიტეტის 7 დეპუტატი არ ეთანხმება. საკითხს დახურულ კარს მიღმა უმრავლესობის დეპუტატები განიხილავდნენ. იყო ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება. დახურულ კარს მიღმა ერთმანეთს ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, მარიამ ჯაში და უმრავლესობის დეპუტატები მამუკა მდინარაძე და დავით მათიაშვილი ხვდბოდნენ. საკომიტეტო მოსმენას ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის აქტივისტები, იურისტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სასულიერო პირები ესწრებიან. ნარკოპოლიტიკის რეფორმის განხილვის ვადა რამდენჯერმე გადაიდო, ხოლო პირველი მოსმენა 28 ნოემბერს ჩაიშალა. კანონპროექტი ითვალისწინებს ნარკოტიკების მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მოხსნას და პრევენციული ღონისძიებებისა და სერვისების დანერგვას.