ვატიკანის მუზეუმში იტალიელი მხატვრის რაფაელ სანტის ორი ფრესკა იპოვეს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნახატები,შექმნილია 1520 წელს . ორივე ნახატი 500 წლისაა.
ეს წარმოუდგენელი გრძნობაა. იმაზე ფიქრი, რომ ეს შესაძლოა რაფელის ბოლო ნახატები იყოს, თითქოს მასთან უფრო გვაახლოებს, - განაცხადა ვატიკანის რესტავრატორმა.
ნახატებზე გამოსახულია ორი ქალის ფიგურა, რომლებსაც სამართლიანობა და მეგობრობა ჰქვიათ. ისინი მუზეუმის ერთ-ერთ ოთახშია გამოსახული. რაფაელის შემოქმედებისა და მუზეუმის სხვა ოთახების რესტავრაციისთვის 2,7 მილიონი ევროა გამოყოფილი.