მაია სტეფნაძემ „პრაიმშოუ“ დატოვა. მოგეხსენებათ მაია გადაცემის დაწყების დღიდან ამ შოუს პროდიუსერი გახლდათ ნოე სულაბერიძესთან ერთად.
- მაიკო, რა მოხდა?
- არაფერი განსაკუთრებული. ერთი თვის წინ, ბერლინიდან რომ ჩამოვედით ვუთხარი ნოეს, რომ უნდა წავსულიყავი. ეს ნოემაც ისე გაიგო, როგორც ვუთხარი. ნოე ჩემი მეგობარია, და ერთი თვით ადრე უნდა ჩამეყენებინა საქმის კურსში. არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. უბრალოდ ვერ დავინახე ჩემი თავი...
- აქამდე ხომ ხედავდი, ახლა რა მოხდა?
- როგორ გითხრათ...
- ორი დომინანტის ამბავია? შენი იდეები ვერ გაგქონდა?
- ნოეს კი არ აუკრძალავს ჩემთვის, მაგრამ როცა ვხედავდი, რომ სხვა მიმართულება აიღო... პირდაპირ გეტყვი, მე მინდოდა სოციალური თემების გაშლა, რასაც ვაკეთებდით მანამდე. ეს იყო ჩემი ხაზი. დანარჩენი უკვე ნოეს არჩევანი იყო...
- უფრო კონკრეტულად... რა იყო ეს დანარჩენი ხაზი?
- რაც არის, ხომ ადევნებ თვალს შოუს...
- ყვითელი თემები?
- თუნდაც. მიმაჩნია, რომ ყვითელ თემებს სხვა შოუებიც აკეთებენ წარმატებით და სიახლე და ინტერესი აღარ არის. ბოლოს რამდენიმე ისეთი გადაცემა ჩაიწერა, რაც ჩემს შეხედულებას არ ემთხვეოდა. მე მათ გვერდში დავუდექი ყველაფერში, მაგრამ მივხვდი, რომ ეს არ არის ის, რაც მე მაინტერესებს.
- ანუ, კონფლიქტი არ ყოფილა?
- არა, რა მქონდა საკონფლიქტო. „პრაიმშოუ“ ნოეს გადაცემაა, მან შეკრა ჯგუფი და როდესაც „იმედზე“ გადაწყდა გადაცემის გაკეთება, ტელეკომპანიის დირექტორმა გადაწყვიტა, რომ მე მემუშავა ამ გადაცემის პრუდიუსერად. ეს ექვსეული ძალიან მიყვარს პიროვნულად. ნინიც და ანრის ბევრი წელია ჩემი საყვარელი სტუმრები იყვნენ ყოველთვის ჩემი დაგეგმილ გადაცემებში. დანარჩენები ასე ახლოს მანდ გავიცანი და ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. 2003 წლიდან მიცნობს საზოგადოება. თუ შინაგანად არ ვარ შემოქმედებითად განწყობილი და სიამოვნებას არ ვიღებ პროცესისგან, მიჭირს. ეს ჩემი ნაკლია. ასე არ არის მოწყობილი სამყარო, რომ რაც სიამოვნებას განიჭებს იმას მოჰქონდეს შემოსავალიც. მაგრამ რა გავაკეთო, ასეთი ვარ, თუ არ მაქვს შემოქმედებითი აღმაფრენა, ვეღარ ვმუშაობ. ეს ჩემი პირადი პრობლემაა, არ არის არც ნოეს და აეც მითუმეტეს სხვა წამყვანების ბრალი. მე ვეღარ გავუწიე მათ პარტნიორობა.
- სად მიდიხარ, გარდა იმისა რომ „სხვა რაკურსის“ პროდიუსერად რჩები, სხვა გეგმებიც გაქვს?
- ხომ ხედავ, კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ჯაჯანიძის შოუ იხურებოდა, არასწორი აღმოჩნდა... ჩემდაუნებურად ჯაჯანიძის გადაცემას გარკვეულწილად ყურადღება მოაკლდა. ამიტომ პირველ რიგში მინდა ის ბრწყინვალება დავუბრუნო „სხვა რაკურსს“, რაც ჰქონდა. სხვა გეგმებზე რა გითხრათ... ბევრი პროდიუსერია, ვისაც ორი ამხელა შოუ ჰქონდა? ბუნებრივია, რომ ვიქნები ერთი შოუს პროდიუსერი.
- დასვენება მოუწყე საახალწლოდ საკუთარ თავს...
- ჰო, ახალ წელს ძალიან კარგი დასვენება გამოუწერე საკუთარ თავს და ახალი ენერგიით დავუბრუნდები სამსახურს.
- გამოდის, რომ გიამ მაინც დაგიბრუნა...
- მაგრამ ამისთვის გიას არ უშრომია. არც არასდროს ჰქონია პრეტენზია. გია ჩემი მეგობარია და მისი სურვილი იყო, ფინანსურად უფრო წელშიგამართული ვყოფილიყავი, ვიდრე ამ ერთი გადაცემით ვარ. ამიტომ გიას ეგოიზმში ბრალს ნამდვილად ვერ დავდებ. მე უფრო დიდი ეგოისტი გამოვედი, როცა ფინანსური მხარე ვარჩიე შინაგან შემოქმედებით კომფორტს.
- დიდი მადლობა, გისურვებ წარმატებებს სადაც არ უნდა იყო.
- მადლობა შენ.
ნინო მჭედლიშვილი