ვაკეში ოჯახს ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს - წაღებულია თანხა

13:06 12-28-2017
447
თეგები: ყაჩაღობა

ყაჩაღური თავდასხმა მოხდა ვაკეში, მარუხის ქუჩის 13 ნომერში. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია იბერია ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, თავდამსხმელები ერთ-ერთ ოჯახში შეიჭრნენ, საიდანაც 1000 ევრო და 2500 ფუნტი გაიტაცეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაზარალებულთა და თვითმხილველთა დაკითხვას აწარმოებს. როგორც პრაიმტაიმს უწყებაში განუმარტეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს. თავდამსხმელების ვინაობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე