გურჯაანში, ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღებისას, აზალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

13:30 12-28-2017
108
თეგები: გურჯაანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში წუხელ გვიან ღამით სამმა პირმა ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღა. ცივი იარაღით დაჭრეს 30 წლამდე ასაკის ოპერატორი.

"იმედის" ინფორმაციით, გურჯაანის საავადმყოფოს ხელმძღვანელის რამაზ თევზაძის ინფორმაციით, ოპერატორს ჭრილობები ბარძაყისა და თავის არეში აქვს მიყენებული. მძარცველებმა 1000 ლარამდე თანხის წაღება მოახერხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე