საქსტატის მონაცემებით, საქართველოში უფრო მეტი ქალი ცხოვრობს, ვიდრე კაცი. 2017 წლის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობა 3 718 200, აქედან 1936700 ქალი, ხოლო 1781500 კაცია.
საქსტატმა დღეს ქორწინების შესახებ სტატისტიკაც წარმოადგინა. კერძოდ, ირკვევა, რომ 2016 წელს საქართველოში ოფიციალურ ქორწინებაში იყო 25101 წყვილი. ამასთან, 2016 წელს განქორწინდა 2830 კაცი და 28360 ქალი. ქორწინების საშუალო ასაკი კაცებისთვის 30 წელია, ხოლო ქალებისთვის 27.
საქართველოსა და ევროპის მასშტაბით, ყველაზე ხანდაზმული წყვილი ქედაში ცხოვრობს.