"ბედნიერ შობას გისურვებთ ჯექსონების "ბანდა" - მაიკლ ჯექსონის ქალიშვილი პერისი (ფოტო)

13:54 12-28-2017
322

ამერიკელი მომღერლის და მსახიობის მაიკლ ჯექსონის ქალიშვილი, 19 წლის პერის ჯექსონი, შობის დღესასწაულს, ჰავაის კუნძულებზე ატარებს. შობის დღეებში, რომელიც ცნობილია, როგორც ოჯახური დღესასწაული, მისი ძმებიც, 20 წლის, პრინს მაიკლ ჯოსეფ ჯექსონი და 15 წლის, პრინს მაიკლ ჯექსონ II შეუერთდნენ.  პერისმა ინსტაგრამზე, ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა.

ბედნიერ შობას გისურვებთ, ჯექსონების ბანდის წევრები - წერს ფოტოზე პერისი.

პაპარეცებმა პერისი, სანპირო ზოლზე, სეირნობის დროს დააფიქსირეს. 

ერთ-ერთ ინტერვიუში, პერისი ამბობს, რომ წყნარ გარემოში, დასვენების მოყვარულია.

ოთხი ძაღლი და სამი კატა მყავს - ეს ჩემი ცხოვრებაა. როცა არ ვმუშაობ, ძაღლებთან ერთად  ვსეირნობ ან ჩემს ძმებს ვნახულობ. მე არც ისეთი დატვირთული გრაფიკი მაქვს, წყნარად და ბედნიერად ვცხოვრობ - ამბობს მაიკლის ქალიშვილი.  

შეგახსენებთ, რომ 1996 წელს მაიკლმა, მედიცინის დასთან, დები როუსთან იქორწინა, რომელთანაც ორი შვილი, ვაჟი, პრინს მაიკლ ჯექსონი და ქალიშვილი, პერის-მაიკლ ქეტრინ ჯექსონი შეეძინა. 1990 წელს, დები და მაიკლი დაშორდნენ. მეორე ვაჟი - პრინს მაიკლ ჯექსონ II, 2002 წლის 21 თებერვალს, სუროგატი დედისგან, გააჩინა, რომლის სახელიც, დღემდე უცნობია. 

ცნობილია, რომ მაიკლი, პრესასთან და თაყვანისმცემლებთან, ოჯახის შესახებ არ საუბრობდა და პუბლიკის წინაშე, შვილებს, ნიღბებით წარადგენდა.

ჯექსონის გარდაცვალების შემდეგ, შვილების აზრდის ვალდებულება, თავის თავზე, მომღერლის დედამ, კეტრინ ჯექსონმა აიღო.  

იხ. ფოტოკოლაჟი:

ავტორი: რუსა ღვანიძე